გალკინისა და მაკარევიჩის კონცერტები თბილისში პოლიტიკური ნიშნით გაუქმდა - Biletebi.ge
პოლიტიკური კონტექსტის გამო გაუქმებული კონცერტი თბილისში - ანტიპუტინისტური და უკრაინის მხარდამჭერი მომღერლები, მაქსიმ გალკინი და ანდრეი მაკარევიჩი, საქართველოში საქველმოქმედო კონცერტს ვეღარ გამართავენ.
არტისტები უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად დაგეგმილი საგასტროლო ტურნეს ფარგლებში თბილისშიც გეგმავდნენ კონცერტს, რომელიც სპორტის სასახლეში 15 ოქტომბერს უნდა გამართულიყო და ბილეთები უკვე იყიდებოდა, თუმცა ირკვევა, რომ ის გაუქმდა. მიზეზად კულტურის სამინისტრი თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.
Biletebi.ge-ს დამფუძნებელი, გიორგი ჩხიკვიშვილი, რომლის საიტზეც რუსი ანტიპუტინისტი მომღერლების კონცერტის ბილეთები წარმატებით იყიდებოდა, აცხადებს, რომ კულტურის სამინისტრო აღნიშნული ღონისძიების გაუქმებით დიდ შეცდომას უშვებს და შესაძლოა, მალე საქართველოში უცხოელი ხელოვნები აღარ ჩამოვიდნენ.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ანტიპუტინისტი მომღერლების კონცერტებს საქართველოში ბლოკავს.
დაგეგმილი იყო 3 კონცერტი, ეს არის ,,მაშინა ვრემენი"-სა და გალკინის კონცერტები. რამდენიმე დღის წინ დარბაზის ადმინისტრაციამ დაიბარა პრომოუტერები და განუცხადა, რომ კონცერტები მაგათ დარბაზში არარ შედგება, რადგან იწყება სარემონტო სამუშაოები.
თვენახევარია, ბილეთები იყიდება, რამდენიმე ათასი ბილეთია გაყიდული. დარწმუნებული ვარ, არ არის მარტო ვარაუდი, რომ წამოვიდა აკრძალვა. ეს წამოვიდა იმ სტრუქტურიდან, რომელსაც შეუძლია, ასეთი რამ გააკეთოს.
თუ იმის გამო ბლოკავთ, რომ გვეშინია, რუსეთი არ გავაღიზიანოთ, ეს რას ნიშნავს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, ფეისბუქს დაბლოკავენ?!
თუ კულტურის სამინისტრო მსგავს ქმედებებს გააგრძელებს, არც ერთ საერთაშორისო ხელოვანს არ მოუნდება საქართველოში ჩამოსვლა - აცხადებს გიორგი ჩხიკვიშვილი.
Biletebi.ge-ს ფეისბუქ განცხადება ნახეთ აქ