ხელისუფლება საკუთარ თავებს არ დაიჭერს - გოგაშვილის ცოლის დაკითხვა დასრულდა
5 საათიანი დაკითხვა დასრულებულია - სოსო გოგაშვილის მეუღლემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახური დატოვა.
თეა მარტყოფლიშვილმა დღეს გამომძიებლებს უთხრა, ვინ ამოიცნო და ვინ იძალადა ფიზიკურად სუს-ის ექს შეფზე სპეცოპერაციის დროს.
თეა მარტოფლიშვილს არ აქვს იმედი, რომ გამოძიება შალვა ბედოიძეს დაკითხავს.
გამომძებელმა დამისვა კითხვები, თუ როგორ ამოვიცანი შალვა ბედოიძე. მას მე ყველა დეტალი ავუხსენი. ეს არის ფორმალური დაკითხვა და არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ ამას რამე რეაგირება მოყვება, იმიტომ რომ ისინი თავინთ თავებს არ დაიჭერენ. ამათ ძალიანაც რომ უნდოდეთ, არა მგონია, რომ ამის უფლება მისცენ, რომ ან გომელაური, ან ბედოიძე, ან ლილუაშვილი, ან ღამბაშიძე აქ მოიყვანონ და დაკითხონ - ამბობს მარტყოფლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ძალადობაში სოსო გოგაშვილის ოჯახი გომელაურის მოადგილეს, შალვა ბედოიძეს, ადანაშაულებს.
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლე ამტკიცებს, რომ ბედოიძე დაკავების დღეს მათ სახლში შენიღბული იმყოფებოდა, დავალებებს გასცემდა და სოსო გოგაშვილის ცემაშიც მონაწილეობდა.