სამშობიაროდან გაყიდული ჩვილების საქმე - რას ამბობს ექიმი, ვისაც ბავშვების გაყიდვაში ადანაშაულებენ?
სამშობიაროდან გაყიდული ჩვილების საქმე - ერთ-ერთი ვისით სავარაუდოდ, გამოძიება დაინტერესდება, რუსთავის სამშობიაროს დირექტორი, ალექსანდრე ბარავკოვია.
სავარაუდოდ, ბარავკოვის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ემზადება ახალგაზრდა ქალი, ნინი მოხევიშვილი, რომელიც მედიკოსს ხელს ადებს და ირწმუნება, რომ "მთავარმა ექიმმა რისთავის გზატკეცილზე" გაყიდა.
მოხევიშვილი აცხადებს, რომ ამის შეხახებ აღმზრდელმა მშობლებმა უთხრეს.
ალექსანდრე ბარავკოვი ამბობს, რომ 90-იან წლებში ჩვილების გაყიდვის ფაქტები ხშირი იყო, თუმცა თავად ასეთ რამეს მის სამშობიარო სახლში ვერ იხსენებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დავუკითხივარ... (დაკავებული) სხვა რამეზე ვიყავი. იქ იყო პროვოკაცია, აბსოლუტურად არავითარი ფაქტი არ იყო. მე საერთოდ არ მახსოვს ასეთი რამ. არ მაინტერესებს"- აცხადებს ექიმი.
წლების წინ ფულის სანაცვლოდ მშობლებისთვის მოტყუებით წართმეული ჩვილების საქმეები ძალოვანების ინტერესის საგანი ხდება.
"პირველების" ინფორმაციით, გომელაურის უწყებამ გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვანით ვაჭრობას გულისხმობს.
უწყება ცდილობს, დაადგინოს, ვინ მონაწილეობა სისტემურ დანაშაულში - ვინ იყვნენ ის მედდები თუ ექიმები, ვინც ნამშობიარებ დედებს ატყუებდნენ, რომ ჩვილი დაკარგეს.
"პირველების" ინფორმაციით, ამ ეტაპზე პოლიცია იძიებს ხუთ საქმეს, სადაც იკვეთება, რომ ბავშვები სამშობიაროდან გაყიდეს, ბიოლოგიურ მშობლებს კი უთხრეს, რომ ისინი ცოცხლები აღარ არიან.