ბორჯომის შემდეგ კახეთი- სოფელ შილდაში ტყე იწვის
ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში ტყე იწვის. ბორჯომის შემდეგ სტიქიური უბედურების ზონად კახეთი იქცა. ამ ეტაპზე ხანძრის 10 კერა არსებობს. მთელი დღეა, ალპურ ზონაში ავიაცია დაფრინავს.
ცეცხლი მიუვალ ადგილას გაჩნდა, სადაც ტექნიკა ვერ აღწევს, მოსახლეობა პანიკაშია, რადგან საკუთარი თვალებით უყურებენ, როგორ უახლოვდება ცეცხლი მათ სახლებს.
,,პირველების" ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასობით მაშველსა და სამხედროებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაცაა ჩაბმული. ამ ეტაპზე ავიაციამ მუშაობა შეაჩერა, რადგან ხილვადობა შეუძლებელია.
ამ ეტაპზე კვლავ მიმდინარეობს ცოცხალი ძალის მიერ ცეცხლის ქრობის სამუშაოები. ხვალ პროცესი განახლდება, ცოცხალი ძალა ადგილზე რჩება. საჭიროებიდან გამომდინარე, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
ხანძრის გავრცელების საფრთხე ნაკლებია, სოფელ შილდას არანაირი საფრთხე არ ემუქრება - აცხადებს ყვარლის მინიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი.