ხანძრის მეორე დღე კახეთში - ავიაცია ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებს

03.09.22 11:10
ხანძრის მეორე დღე კახეთში - ავიაცია ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებს

ხანძრის მეორე დღე კახეთში.  შილდაში ისევ ტყე იწვის.  დილიდან ალპურ ზონაში ავიაცია მუშაობს. სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. ადგილი ფოთლოვანი და კლდოვანია, ამიტომ ავიაციას მუშაობა უჭირს. ამ წუთებშიც  ტყეში ხანძრის ათზე მეტი ღია კერაა. იწვის უნიკლური ხეები და მცენარეები. 

ადგილი მიუავლია, რელიეფი კი რთული.  მთელი ღამის განმავლობაში ეროვნული გვარდია და მოხალისეები ტყეში წყალს ხელით ეზიდებოდნენ. მეხანძრეებთან ერთად ახლაც მუშაობენ რეზერვისტები და ადგილობრივები. 

ძლიერი დაკვამლიანეებაა სოფელ შილდაშიც. ხალხი სუნთქვის გაძნელებას უჩივის.

„ძლიერი დაკვამლიანებაა, მაგრამ საშიშ არ არის მოსახლეობისათვის, იქ მდინარეებია და ხანძარი მოსახლეობისკენ არ გადმოვა“. - ამბობს ადგილობრივი.