უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

03.09.22 11:19
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. გელა გოგიას ცხედარი ამ წუთებში ქაშუეთის ეკლესიაშია გადასვენებელი. მთელი დღის განმავლობაში ტაძარში  სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

ადგილზე უკვე იკრიბებიან  გოგიას ოჯახის წევრები, მეგობრები და ნათესავები.  

„ბოლოს ერთი თვის წინ ვნახე და სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ველაპარაკე მამაჩემს. მაშინ მითხრა რომ მისმა ბატალიონმა ბევრ წარმატებას მიაღწია და მალე დაბრუნდებოდა სამშობლოში. მეომარი იყო და სულ ფრონტის ხაზზე იყო. ეს იყო მისი სიცოცხლის სტილი. გასულ შაბათს გავიგეთ რომ დაიღუპა, ის დაბომბვაში მოხდა. მისაბაძი ადამიანი იყო“ - ამბობს გარდაცვლილი გმირის შვილი.

ქართველ გმირს კვირას სენაკში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

რუსულ აგრესიას ქართველი მებრძოლი 27 აგვისტოს კრამატორსკიში ემსხვერპლა. ის საარტილერიო დაბომბვაში მოყვა.