"მუსიკოსებს მინდა ვუთხრა, რომ ეს სუფრები ბიუჯეტიდანაა გადახდილი" - ქეიფებში დახარჯული 184 ათასი ლარი
მუნიციპალიტეტებმა ყოველწლიური სხვადასხვა ადგილობრივი დღესასწაულის აღსანიშნად 2022 წელს 184 ათასი ლარი დახარჯეს.
მონიტორინგის ცენტრის კვლევით დგინდება, რომ უმეტეს შემთხვევაში, ხელშეკრულებები გაფორმებულია გამარტივებული შესყიდვის გზით, ანუ წინასწარ თავს არავინ იზღვევს, ელექტორნულ ტენდერს არ აცხადებს და ფულის დაზოგვის ნაცვლად ფლანგვას ამჯობინებს.
კორუფციის მკვლევარი ბესო დონაძე ამბობს, რომ რეგიონებში ქეიფებში ბიუჯეტიდან უამრავი თანხა იხარჯება.
„ძალიან ბევრი თანხა იხარჯება რეგიონებში აი ამ ქეიფებში. ეს არის ბიუჯეტის ჭამა. გასაგებია რომ მომღერალს ადაუხადო ჰონორარი, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ კონცერტების შემდეგ ეს ადამიანები მიჰყავთ რესტორნებში და ისევ სახელმწიფო ხარჯზე აქეიფებენ. მინდა ვუთხრა ყველა მუსიკოსს, რომლებსაც მუნიციპალიტეტები კონცერტის შემდეგ სუფრას უშლიან, რომ ეს სუფრები არის გადახდილი ბიუჯეტიდან“ - ამბობს დონაძე.