რუსული სკოლა ბათუმში, სადაც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან
„რუსული ენა და ლიტერეატურა, რუსული გრამატიკა, ოკუპანტი ქვეყნის ისტორია - კრემლის პროპაგანდისტული მანქანა საქართველოში ძლიერდება.
"სქულ ქლაბ ჯორჯია" - ასე ეწოდება სკოლას ბათუმში, სადაც რუს მოსწავლეებს ოკუპანტი ქვეყნის ენაზე კრემლის პროგრამით ასწავლიან.
„პირველებთან“ საუბარში სკოლის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ კერძო სკოლა აკრედიტებულია და შესაბამის ატესტატსაც გასცემენ.
როგორც თავად სკოლაში ამტკიცებენ, "სქულ ქლაბ ჯორჯია" არის გასართობი სასკოლო კლუბი. სადაც სკოლამდელი მოსწავლეები მიდიან, იმიტომ რომ დამატებითი აქტივობებით დაკავდნენ.
თუმცა "პირველები" ცოტა ხნის წინ ესაუბრა სკოლის ხელმძღვანელობას და ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ისინი ნამდვილად არიან აკრედიტირებული სკოლის წარმომადგენლები, სადაც სწავლება ხორციელდება რუსულ ენაზე.
მეტიც, აქვთ სახელმძვანელოები, სწორედ ის სახელმძღვანელოები, რომლითაც დღეს რუსეთის სხვადასხვა სკოლებში სწავლობენ.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ესენი არ არიან სკოლის ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენთან საუბარში ამბობენ იმასაც, რომ იმისთვის, რომ ვინმე მათ სკოლაში ჩაირიცხოს, საკმარისია მშობლების მაიდენტიფიცირებელი საბუთები, პასპორტები და დაბადების მოწმობები.
"ჩვენთან ყველაფერი ისე ხდება როგორც მოსკოვში“ - გვეუბნება სკოლის არაოფიციალური წარმომადგენელი.
„ბავშვები გადიან რეგისტრაციას რუსულ სკოლაში. აქ ემზადებიანდ ა წლის ბოლოს ექნებათ ატესტაცია. ექნებათ საბუთები, რომ სწავლობენ რუსუ სკოლაში. რუსეთში რა პროგრამაც არის იმ პროგრამით ასწავლიან. ჩვეულებრივად აკრედიტირებული სკოლა ვართ“. - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ის, რომ რუსული სკოლები საქართველოში არსებობს, ეს ახალი ამბავი არ არის, მაგრამ მთავარი პრობლემა რომელი მიმართულებიდაც, სავარაუდოდ, უნდა დაიწყოს მოკლვევა, არის ის, რომ სწავლება ხორციელდება რუსული პროგრამით.
აჭარის განათლების მინისტრი "პირველებთან" საუაბრში ამბობს, რომ ასეთი რამ წესით არ უნდა ხდებოდეს და გვიდასტურებს, რომ რუსული სკოლები ხელმძღვანელობენ იმ პროგრამით, რომელსაც მათ სთავაზობს საქართველოს განათლების სამინისტრო.
რაც შეეხება "სქულ ქლაბ ჯორჯიას", მინისტრი ამბობს, რომ კერძო სკოლების კომპეტენციაში ის ვერ ჩაერევა და ამბობს იმასაც, რომ ასეთი სკოლის არსებობის შესახებ მას დამადასტურებელი დოკუმენტები საერთოდ არ უნახავს.
„რუსული სკოლები ხელმძღვანელობენ იმ პროგრამით, რომელსაც მათ საქართველოს განათლების სამინისტრო სთავაზობს. რაც შეეხება სქულ ქლაბ ჯორჯიას, ასეთი სკოლის შესახებ დოკუმენტაცია ჩვენთან არ შემოსულა, შესაბამისად არც არსებობს“ - ამბობს მაია ხაჯიშვილი.
ბათუმის ოპოზიციის თქმით კი, ასეთი სკოლების არსებობა იმას ნიშნავს, რომ რუსეთს, თავისი სადაზვერვო ქსელი ძალიან კარგად აქვს აწყობილი ბათუმსა და აჭარაში.