„პირველების“ გამდამღებმა ჯგუფმა შილდაში მიუვალ კერებთან მიახლოება შეძლო - კადრები სტიქიის ზონიდან

03.09.22 13:34
„პირველების“ გამდამღებმა ჯგუფმა შილდაში მიუვალ კერებთან მიახლოება შეძლო - კადრები სტიქიის ზონიდან

პირველი კადრები სტიქიის ზონიდან.

„პირველების“ გამდამღებმა ჯგუფმა შილდაში მიუვალ კერებთან მიახლოება შეძლო.

სურათი უმძიმესია. ხანძრას ისევ ვერ აქრობენ. 

დილიდან ალპურ ზონაში ავიაცია მუშაობს, თუმცა სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდეე ვერ ახერხებს. 

ტყეში ხანძრის ათზე მეტი ღია კერაა. იწვის უნიკლური ხეები და მცენარეები. ადგილი მიუვალია, რელიეფი კი რთული. მთელი ღამის განმავლობაში სამხედროები და მოხალისეები ტყეში წყალს ხელით ეზიდებოდნენ. 

მეხანძრეებთან ერთად ახლაც მუშაობენ რეზერვისტები და ადგილობრივები. ძლიერი დაკვამლიანება სოფელ შილდაშიც.