გზა არ არის, შეიძლება ადამიანი მოკვდეს და ვერ მოვიდეს სასწრაფო - საპროტესტო აქცია დიდ დიღომში

03.09.22 14:11
გზა არ არის, შეიძლება ადამიანი მოკვდეს და ვერ მოვიდეს სასწრაფო - საპროტესტო აქცია დიდ დიღომში

გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს ვეძისის მოსახლეობა აპროტესტებს. ადგილობრივები ქუჩაში გამოვიდნენ და აქციას მართავენ. 

ადგილზე იმყოფებიან სამართლადამცველები, რომლებიც ვითარების განმუხტვას ცდილობენ.

უბანში შეუძლებელია გადაადგილება, გზა, რომელიც უკვე წლებია სარეაბილიატაციოა, კვლავ გაუმართავია. მოსახლეობა „თბილსერვის ჯგუფის“ გადასახადსაც იხდის, თუმცა ტერიტორიიდან  საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ვერ ხდება. 

დანიშნულების ადგილამდე ვერ მიდის ვერც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები. პრობელემებს ქმნის წვიმაც, რადგან უხვი ნალექის გამო გზები სრულად იტბორება.

მოსახლეობა გზის შეკეთებას ითხოვს.

„სასწრადო ვერ მოდის, შეიძლება ადამიანი მოკვდეს და მერე მოვიდეს სასწრაფო.  მყავს მამა, რომელსაც აქვს მე-4 სტადიის კიბო და მიწევს საავადმყოფოში და ვიხდი ფულს იმიტომ, რომ აქ ვერ ამომყავს, რადგან სასწრაფო  ვერ ამოდის. ვერც სახანძრო ამოდის, ნაგავი დაგვავს პარკით, იმიტომ რომ ნაგვის მანქანაც ვერ ამოდის“. - ამბობს ადგილობრივი.