რუსული სასწავლო პროგრამით მოსწავლეები თბილისშიც ისწავლიან - „სქულ ქლაბ ჯორჯია“ ფილიალს დედაქალაშიც ხსნის
რუსული სასწავლო პროგრამით მოსწავლეები თბილისშიც ისწავლიან. „პირველებმა“ გაარკვია, რომ ბათუმის შემდეგ „სქულ ქლაბ ჯორჯია“ ფილიალს დედაქალაში, ცენტრალურ უბანშიც ხსნის.
ჩვენი გადამღები ჯგუფი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მივიდა, იქ სადაც "მისტერ-მასტერის" ყოფილი შენობაა და სარემონტო სამუშოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
რუსული სკოლის შესახებ იციან ადგილობრივებმაც.
„4 წლიანი რუსული სკოლა იხსნებაო, რუსი მოქალაქეები ისწავლიანო, ამბობენ. 2 კვირაა რაც სამუშაოები დაიწყო, ქართვლები არიან პერსონალი აშკარად“. - ამბობენ ადგილობრივები.