ხანძრის გავრცელების საფრთხე მოხსნილია - თემურ მღებრიშვილი სტიქიის ეპიცენტრში ჩავიდა
სოფელ შლდაში მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის შეკავება თითქმის მოახერხეს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელის თქმით, მისი გავრცელება აღარ მოხერხდება.
„უკვე მიწაა გადაჭრილი, გზაა გადათხრილი და წესით, ცეცხლი წრეზე დაჭერილია უკვე და აღარ უნდა გავრცელდეს. ეხლა უკვე მაღლაც ავა სახანძროს მანქანაც და შლანგებით წავა ცეცხლის ქრობა. 300-400 კაცი შენაცვლების გარეშე ალბათ იქნება ვინც აქტიურად აქრობს ხანძარს“ - ამბობს საგანგებოს წარმომადგენელი.
ადგილზე დღეს მისული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღერბრიშვილი, რომელმაც თქვა, რომ ხანძრის გავრცელების საფრთხე მოხსნილია.
"გავრცელების საფრთხე ამ დროისთვის მოხსნილია, მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება" - განაცხადა მღებრიშვილმა.