საქართველოში რუსული პროგრამით სწვალებაში „ქართული ოცნება“ პრობლემას ვერ ხედავს
საქართველოში რუსული პროგრამით სწვალებაში „ქართული ოცნება“ პრობლემას ვერ ხედავს.
სახელისუფლო პარტიაში უკვირთ შეშფოთება და ამბობენ, რომ თუ შესაძლებელია ინგლისურის სწავლა ინგლისური პროგრამით, რატომ არის დანაშაული იგივეს გაკეთება რუსულის შემთხვევაში.
უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ასე პირდაპირ ხელის გაშვერა და ვინმეს დადანაშაულება არ შეიძლება.
„აზერბაიჯანულ ან სომხურ სკოლაში არსებობს პრაქტიკა, სხვათაშორის ამას ომბუცმენის ანგარიშიც ეხება, რომ შეიძლება ის წიგნი რომელიც აზერბაიჯანში გამოიყენება სასწავლებლად საქართველოშიც ზუსტად ამ წიგნით ხელმზღვანელობდნენ, ამიტომ გააჩნია, კონტენტზე უნდა ვილაპარაკოთ. ასე პირდაპირ ხელს ნუ გაიშვერთ და ნურავის დაადანაშაულებთ. მაგალითად ინგლისური ან ნებისმიერი სხვა ენის სახელმძღვანელო თუ გინდა რომ ასწავლო შენს საკუთარ სახელმწიფოში, არის ორი გა - ან თვითონ უნდა შექმნა ეს სახელმძღვანელო, ან არსებული უნდა შეიძინო და ჩამოიტანო. ამ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საჭიროება რუსული ენის სწავლებისა და ჩვენი ქვეყნის არც თუ მცირე ნაწილია, ვინც ამ ენაზე მეტყველებს, შესაბამისად, მათთვის შეიძლება უზრუნველყოფა მოხდეს, მათ შორის რუსული სახელმძღვანელოებით“. - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
დღეს შაბათია, ამიტომ განათლების სამინისტროშ არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა საინტერესოა, რა რეაგირება მოჰყვება აღნიშნულ ფაქტს თავად მიხეილს ჩხენკელის უწყების მხრიდან.