გაუსაძლისი სუნი, ანტისანიტარია და ნაგვით სავსე ქუჩები - უმძიმესი ვითარება თბილისის გარეუბნებში

03.09.22 18:06
გაუსაძლისი სუნი, ანტისანიტარია და ნაგვით სავსე ქუჩები - უმძიმესი ვითარება თბილისის გარეუბნებში

გაუსაძლისი სუნი, ანტისანიტარია და ნაგვით სავსე ქუჩები თბილისში - უმძიმესი ვითარებაა დედაქალაქის გარეუბნებში.

40 გრადუს სიცხეში საყოფაცხოვრებო ნარჩენები პირდაპირ ქუჩაშია მიმოფანტული. მოსახლეობა გაუსაძლის ვითარებაზე საუბრობს. 

„ადრე მოდიოდნენ და რეცხავდნენ, ეხლა ერთი წელია მგონი არ დამინახავს, ყველა ურნასთან ასეთი სიბინძურეა. ბუზი, დიზინტერია, ყველაფერი მაქედან მოდის". - ამბობს მოსახლეობა.

„თბილსერვის ჯგუფის“ ჩვენთვის გამოგზავნილი განცხადებიდან ვიგებთ, რომ უახლოეს ორ კვირაში დედაქალაქში ახალი ტიპის გამასუფთავებელი მანქანები ჩამოვა, რომლებიც აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებენ.