სოფელი სკოლის გარეშე - ერთადერთი სასწავლებელი, რომლის რემონტს 800-მდე მოსწავლე წელიწადზე მეტია ელოდება
სოფელ გამარჯვებაში 800მდე მოსწავლე სკოლის გარეშე დარჩა. ერთადერთი სასწავლებელი, რომელიც ამ სოფელშია წელიწადზე მეტია რემონტდება. პასუხისმგებელი პირები მოსახლეობას პირდებიან, რომ რემონტი მალე დასრულდება, თუმცა ადგილზე ტექნიკური სამუშაოები თვეებია შეწყვეტილია და მშობლებისთვის ამ დრომდე უცნობია, როდის განახლდება სწავლა საკუთარი შვილებისთვის საკლასო ოთახებში.
მოსწავლეების გარდა, არსებული სიტუაცია მძიმეა მასწავლებლებისთვისაც. სმარტფონებისა თუ სხვა ტექნიკის გრძელვადიანი გამოყენება უკვე სახიფათო გახდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის.
იმედგაცრუებული მშობლებისთვის პასუხის გაცემას ვერ ახერხებს ვერც სკოლის დირექტორი.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ალიანსს“ მუნიციპალური განვითარების სამინისტრომ წინასწარი ავანსის სახით 800 ათასი ლარი გადაურიცხა. ჯამში კი 1 მილიონ 865 ათას ლარზე მეტია დახარჯული.
მუნიციპალური განვითარების ფონდის თქმით, თუ სკოლა განსაზღვრულ ვადამდე არ გარემონტდება, ტენდერის ჩატარება სხვა კომპანიის ასარჩევად თავიდან მოუწევთ. ამ შემთხვევაში კი მშობლები იძულებულები იქნებიან ბავშვები მეზობელ სოფელში, სხვა სკოლაში გადაიყვანონ.
ვრცლად, იხილეთ თიკა მიგინეიშვილის რეპორტაჟი.