346 სამოხელეო დანაშაული 7 თვეში - სახლმწიფო უწყებებში მექრთამეობა გაიზარდა

04.09.22 11:26
346 სამოხელეო დანაშაული  7 თვეში - სახლმწიფო უწყებებში მექრთამეობა გაიზარდა

სახლმწიფო უწყებებში მექრთამეობა გაიზარდა. გაზრდილია სამსახურეობრივი გულრგილობისა და სიყალბის ფაქტებიც. სტატისტიკური მონაცემებით დგინდება, რომ საჯარო მოხელეები მათზე დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად არ ასრულებენ, კონკრეტული დაპირებების სანაცვლოდ კი ხალხისგან ქრთამის სახით ათი ათასობით ლარს იღებენ. 

ფაქტის აღიარება შსს-აც მოუწია. უწყების ცნობით, 2022 წლიდან პირველ 7 თვეში  სამოხელეო დანაშაულის 346 შემთხვევა დაფიქსირდა. 33%-ით გაიზარდა საჯარო უწყებებში კორუფციული დანაშაულებებიც.

ამასთან, სამსახურეობრივი გულგრილობის დანაშაული 51%  , ხოლო სამსახურეობრივი სიყალბის დანაშაული 32%-ით გაიზარდა.

ოპოზიცია მონაცემებს კრიტიკულს უწოდებს. მათ თქმით, აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ არაოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში მდგოარეობა გაცილებით რთულადაა. 

ეს არის, რა თქმა უნდა, კატასტრფა. ეს ადამიანები, რომლებიც ასოცირებულები არიან "ქართულ ოცნებასთან" მოდიან ხელისუფლებაშ მხოლოდ და მხოლოდ ფულის საკეთებლად. ეს აისახება აბსოლუტურად ყველა სტატისტიკაში. დარგს ვერ ნახავთ, რომელიც ჩავარდნილი არ არის, რომელსაც მომსახურება გაუარესებული არ აქვს და დარგს ვრე ნახავ, სადაც უკვე ეს აღებ-მიცემობის პრაქტიკა დანერგილია. ეს არის სამწუხარო რეალობა. ჩვენ რაც გვეგონა, რომ დავამარცხეთ ბევრი წლის უკან, უკან გვიტრიალდება ეს ყველაფერი, - ამბობს ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე.