კახეთში ისევ ხანძარი მძვინვარებს - ცეცხლს გაღვივებას ხელს ქარიანი ამინდიც უწყობს
კახეთში ისევ ძლიერი ხანძარია. უკვე მეოთხე დღეა შილდის რტეში მხანძრე მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. ადგილზე მუშაობს ავიაციაც. სამაშველო ოპერაციაში მოხალისეებიც მონაწილეობენ. ადგილი კლდოვანი, ფოთლოვანი და მიუვალია.
ტყეში ცეცხლის კერები ძლიერდება, გაზრდილია დაკვამლიანებაც. ხანძრის გაღვივებას ხელს ქარიანი ამინდიც უწყობს.
რთული ვითარებაა სოფელ შილდაშიც, მოსახლოება ამბობს, რომ ერთ ღამეში დაკვამლიანება კიდევ უფრო გაიზარდა.
ძალიან ცუდი ამბავია. აქცევენ ყურადღებას, მაგრმა ეტყობა, ძალიან გახანგრძლივებულია. გუშინ მესამე დღე იყო, დღეს მეოთხე დღეა. დასაწყისშია გაჩენილი ხანძარი და თანდათან მაღლა-მაღლა მიდის, - ამბობს ადგილობრივი.