რატომ ლოცულობდნენ სვეტიცხოველში რუსულად - სასულიერო პირების განმარტებები
რატომ ლოცულობდნენ რუსულად სვეტიცხოველში - სასულიერო პირები განმარტებებს აკეთებენ. ისტორიულ ტაძარში რამდენიმე საათის განმავლობაშო ოკუპანტის ენაზე ლიტურგია მხოლოდ იმიტომ ტარდებოდა, რომ სტუმრად ბელორუსელი და ბულგარელი ტურისტები იყვნენ.
არქიმანდრიტი ილია კავსაძის განმარტებით, ტურისტებს ქართული არ ესმოდათ, ამიტომ სასულიერო პირებმა ლოცვა რუსულად შეასრულეს.
ქართველი მართლმადიდებლები, რომელბმაც ლოცვის ოკუაპნტსი ენაზე შესრულება გააპროტესტეს, ტაძარში არ შეუშვეს.
მომხდარში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი. მამა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, თუ იქ უკრაინელები იქნებოდნენ, საკუთარ ენაზე ლოცვის ნებართვას მათაც დართავდნენ.
სლავიანურ ენაზე, ზოგადად, ლოცულობენ არა მარტო რუსეთს წარმომადგენლები, უკრაინელები, ბელორუსები, სრულიად შესაძლებელია, რომ იყოს სხვადასხვა ეკლესიის წარმომადგენლები ჯერ ერთი, მეორეც ერთი, როდესაც ქართელები ჩადიან სხვა ქვეყნებში, იქ მათ აქვთ საშუალება, რომ ქართულ ენაზე ილოცონ და ეს არის ეკლესიის ტრადიცია, - ამბობს მამა ნადრია ჯაღმაიძე.