გელათი ისევ საფრთხეშია - ტაძრის მცველები არასწორად ჩატარებულ სამუშაოებზე საუბრობენ
გელათი ისევ საფრთხეშია. ტაძრის დასავლეთ მკლავზე გადახურვის მესამე შრე დაამატეს. საუბარია ლითონის გადახურვაზე, რომელიც კედლებზეა დაყრდნობილი. თუნუქის ფირფიტებით გადაფარეს ფერმის ერთი ნაწილიც, ზუსტად ისე, როგორც დროებითი გაადხურვაა მოწყობილი.
გელათის მცველები ამბობენ, რომ აღნიშნული სამუშაოები არასწორია და ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს.
არასწორად ჩატარებულ სამუშაოებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანზიაცია "ევროპა ჩვენი სახლიაც". ორგანიზაცია მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ზონა სეისმურად აქტიურია, ამიტომ 9 საუკუნის კედლების დამატებთ კონსტრუქციების დამძმების პირობებეში, თავს ახალი რისკები იჩენს.
ამის მიუხედავად, კულტურის სამინისტრო კი ისევ არ ამბობს, რა მდგომარეობაა ისტორიულ ტაძარში.
მოსახლეობა თეა წულუკიანისგან განმარტებებს ელოდება.