თბილისის სასტუმროში ახალგაზრდა ქალი სცემეს

21.04.21 15:47
თბილისის სასტუმროში ახალგაზრდა ქალი სცემეს

თბილისში მდებარე სასტუმრო ,,ვივა- ვიქტორიაში" ახალგაზრდა ქალი სცემეს.  ტვ პირველის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს დაზინებები უცხოელებმა მიაყენეს. დაპისპირების მიზეზი სავარაუდოდ თანხა გახდა. ხელჩართული ჩხუბი გაიგეს ადგილობრივებმაც და სასტუმროში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. თუმცა ირკვევა, რომ  პოლიციას რეაგირება არც კომენდანტის საათის დარღვევის გამო მოუხდენია და არც ძალადობაში მონაწილე პირები დაუკავებია.

ადგილობრივი მაცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ სასტუმროს მეპატრონე ფართს ერთი ღამით ხშირად აქირავებს. ბოლო ინციდენტის დროსაც ასე იყო, სასტუმროს მეპატრონემ ახალგაზრდა მამაკაცებს მიაქირავა ფართი, მამაკაცებს თან ახლდნენ ქალებიც და კონფლიქტი მათ შორის მოხდა.

შსს ადასტურებს, რომ ფაქტზე საქმე 126-ე მუხლითაა აღძრული, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა, დაკავებული არავინაა.