ერთადერთი, რაც "ოცნებამ" კარგად ააწყო, კორუფციული სისტემაა - ბესიკ დონაძე

04.09.22 13:35
ერთადერთი, რაც "ოცნებამ" კარგად ააწყო, კორუფციული სისტემაა - ბესიკ დონაძე

საჯარო სამსახურებში სამოხელეო დანაშაულებების გაზრდილ შემთხვევებზე კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე პასუხიმსგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს. ექსპერტის თქმით, ერთადერთი, რაც მოქმედებმა ხელისუფლებამ კარგად ააწყო, კორუფციული სისტემაა. 

ის სტატისტიკა, რაც შსს-მ გამოაქვეყნა, უკვე საგანგაშოა და ძალიან ცუდი შედეგებია ამ კუთხით.  ერთადერთი სისტემა, რაც "ქართულმა ოცნებამ" ყველაზე კარგად ააწყო და რაც საქართველოში გამართულად მუშაობს, ეს არის კორუფციული სისტემა საჯარო სამსახურებში. ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერი მოდის თავიდა, როდესა მინისტრები მინისტრების მოადგილეები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები არიან კორუმპირებულები, შესაბამისად, იმ სისტემაში მთლიანად ვერტიკალი არის კორუმპირებული, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

 სახლმწიფო უწყებებში მექრთამეობა გაიზარდა. გაზრდილია სამსახურეობრივი გულრგილობისა და სიყალბის ფაქტებიც. სტატისტიკური მონაცემებით დგინდება, რომ საჯარო მოხელეები მათზე დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად არ ასრულებენ, კონკრეტული დაპირებების სანაცვლოდ კი ხალხისგან ქრთამის სახით ათი ათასობით ლარს იღებენ. 

ფაქტის აღიარება შსს-აც მოუწია. უწყების ცნობით, 2022 წლიდან პირველ 7 თვეში  სამოხელეო დანაშაულის 346 შემთხვევა დაფიქსირდა. 33%-ით გაიზარდა საჯარო უწყებებში კორუფციული დანაშაულებებიც.

ამასთან, სამსახურეობრივი გულგრილობის დანაშაული 51%  , ხოლო სამსახურეობრივი სიყალბის დანაშაული 32%-ით გაიზარდა.