პროტესტი გორში - მოსახლეობა სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების დემონტაჟს ითხოვს
მოსახლეობის პროტესტი გორში - ვერხვების დასახლებაში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერერების დემონტაჟს ითხოვენ. ადგილობრივებს ხმაური აწუხებთ. მოქალაქეების თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არც სკოლაა და არც საბავშო ბაღი, შესაბამისად, მათთის ბარიერების დამონტაჟების მიზანი გაუგებარია.
ქალაქში შემოდიან სატვირთო მანქანები, რომლებიც არიან სამშენებლო ტექნიკით დატვირთულები, უზარმაზარი ტრაილერები და მძმე ტექნიკა. ამ ბარიერზე გადმოსვლის შედეგად ხდება სახლის რყება და იწვევს მიწისძვრის შეგრძნებას. მთელი ღამე უძლოები ვართ, შიშშ ვართ. აიღეთ ეს ბარიერი, რომ ჩვენ შევძლოთ მშვიდი ძილი მინიმუმ, - ამბობს ადგილობრივი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ბარიერების დემონტაჟის მოთხოვნით მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.