შილდასთან ისევ ხანძარს ებრძვიან - ცეცხლის ახალი კერები საათობრივად ჩნდება
სოფელ შილდასთან ძლიერი ხანძრის ქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენი ჩაერთო. ყვარელში, ტყეში ცეცხლის ახალი კერები საათობრივად ჩნდება. მწვანე ზონის გადარჩენა ჯერ ისევ ვერ ხერხდება. ხანძრის ჩაქრობას ხელს ძლიერი ქარიც უშლის.
სტიქიის ზონაში გადასროლილია თავდაცვის ძალების შემადგენლობა, მუშაობს მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა.