ხანძრების რაოდენობა პიკს აღწევს - თბილისში ცეცხლის 3 კერაა, ურთულესი ვითარებაა კაკლების დასახლებაში
ტყის ხანძრების რაოდენობა პიკს აღწევს. ამ დროისათვის თბილისში ცეცხლის 3 კერაა. იწვის ნაფეტვრების ტერიტორია, წავკისი. ხანძარია წყნეთში, კაკლების დასახლებაშიც.სამივე ლოკაციაზე ურთულესი ვითარებაა. მეხანძრე მაშველები ადგილზე ვერ მიდიან.
კაკლების დასახლებაში მოქალაქეები ცეცხლს შიშველი ხელებით ებრძვიან. ცეცხლი ელვის სისწრაფით ვრცელდება, რადგან კაკლების დასახლებაში ძლიერი ქარია. ხანძრის ეპიცენტრამდე მოსახლოებას სამანქანე გზა და რამდენიმე მეტრი აშორებს.
40 წუთიანი დაგვიანების შემდეგ კაკლების დასახლებაში სახანძრო-სამშველო სამსახურის მხოლოდ ერთი ბრიგადა გამოჩნდა.
ხანძღის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.