ხანძარია წავკისშიც - ცეცხლი ტერიტორიაზე ელვის სისწრაფით ვრცელდება
ხანძარია ამ დროისათის წავკისშიც. ცეცხლის დასახლებული პუნქტიდან ძალიან ახლოს არის. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. ხანძრის ლოკალიზების პროცესში მაშველი-მეხანძრეები არიან ჩართულები.
ხანძრის ქრობის პროცესში ჯერჯერობით არ მონაწილებს ავიაცია. ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. კერების გაღივებას ხელს ძლიერი ქარიც უწყობს.
40 წუთში ალბათ 3-ჯერ, 4-ჯერ გადიდდა ეს არეალი, სადაც ცეცხლია მოდებული და ერთადერთი ოდნავ დამაწყნარებელი ის არის, რომ ქარი სახლების მხარეს არ უბერავს, თბილისის მხარეს უბერავს და ცოტა იქეთ ვრცელდება, მაგრამ თუ დროული რეაგირება არ მოხდა, ალბათ წყნეთისკენაც შესაძლოა, გადავიდეს ეს ცეცხლი, - ამბობს ადგილობრივი.
სტიქიის გამომწვევი მიზეზი ჯრჯერობით უცნობია.