გაყიდული ჩვილები - შსს-ში გამოკითხვები დაიწყო
ვინ გაყიდა ჩვილები სამშობიაროდან და ვისი პასუხისმგებლობა დადგება არასრულწლოვნების ვაჭრობის გამო? - შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეიდან გამოკითხვებს იწყებს.
პირველი, ვინც ჩვენებას გამოძიებას მისცემს, თამუნა მუსერიძე იქნება.
"პირველების" ინფორმაციით, ამ ეტაპზე ძიება ხუთ საქმეზე იწყება. ნაწილი 90-ან წლებში მომხდარ დანაშაულს ეხება, ერთი კი 2004 წელს კანადაში გაყიდულ ბავშვებს.
მოვიტანე 5 ყველაზე გახმაურებული "ქეისი". მათ შორის ორი არასწრულწლოვნის საზღვარგარეთ, უკანონოდ გაყვანას ეხება. ერთი ბავშვი კანადაში, მეორე კი საბერძნეთშია გაყვანილი. დეტალებს გამომძიებლებს მივაწოდებ და იმედი მაქვს, რომ პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
ეს ბავშვები სხვადასხვა ოჯახების სახელზე და გვარებზე არიან გაყვანილები და გენეტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ეს ადამიანები მათი შვილები არ არისნ. მოტანილი მაქვს მათი დაბადების მოწმობები ასევე არარეალური მშობლების დაბადების მოწმობები. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები"- აცხადებს მუსერიძე.