"როცა გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში განვითარებული მოვლენებზე, ამას ვაკეთებთ, როგორც საქართველოს მეგობრები" - ბუშის წერილი

05.09.22 11:48
"როცა გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში განვითარებული მოვლენებზე, ამას ვაკეთებთ, როგორც საქართველოს მეგობრები" - ბუშის წერილი

"მაშინაც კი, როდესაც ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება თქვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ, ჩვენ ამას ვაკეთებთ, როგორც საქართველოს მეგობრები და მოკავშირეები"- ამის შესახებ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში წერილში საუბრობს.

მისი თქმით, აშშ არასდროს შეწყვეტს  რუსეთისგან იმის მოთხოვნას, რომ შეწყვიტოს საქართველოს 20%-ის ოკუპაცია.

„ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რა საფრთხეები მოდის მოსკოვის რეჟიმისგან. წლების განმავლობაში ერთი რამ უცვლელი რჩება - ქართველი ხალხის სურვილი და ვალდებულება იცხოვროს თავისუფლად და წაიყვანოს ქვეყანა ისეთი ინსტიტუტებისკენ, როგორიცაა ნატო და ევროკავშირი. ჩვენ არასოდეს შევწყვეტთ ჩვენს მოწოდებას რუსეთისადმი, დაასრულოს თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და მოსკოვმა პატივი სცეს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მაშინაც კი, როდესაც ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება თქვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ, ჩვენ ამას ვაკეთებთ, როგორც საქართველოს მეგობრები და მოკავშირეები. ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველოს წარმატება და ის, რომ მან დაიკავოს ღირსეული ადგილი, როგორც დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვლადიმერ პუტინის უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის ფონზე“, - აღნიშნულია ჯორჯ ბუშის წერილში.

 

ბუშის წერილი საერთაშორისო კონფერენციაზე "დიდერბა უკრაინას!" აშს-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დევიდ კრამერმა წაიკითხა. 

 

მსგავსი სიახლეები