თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმის დღევანდელი განხილვა დასრულდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე დღევანდელი პროცესი დასრულდა.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ სასამართლოში დღეს მოწმის სახით დაკითხა მოწმე, კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, ზაზა ბაქრაძე, რომელმაც დეტალურად გაიხსენა, თუ რა მოხდა 2003 წლის 23 თებერვალს და აღნიშნა ის ფაქტი, რომ თავადაც არის დამნაშავე აღნიშნული საქმის გაყალბებაში.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ მსჯავრდებულმა ბაქრაძემ დღეს ვერ წარმოადგინა ვერც ერთი ფაქტი, რითაც ოქრუაშვილისა და ადეიშვილის ბრალეულობა დაამტკიცდება.
მოწმეს არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია ირაკლი ოქრუაშვილის ჩართულობასთან დაკავშირებით. ვარაუდები, რომ მინისტრია და მას ეცოდინება ყველაფერი, არ არის საკმარისი სტანდარტი.
დღეს მოწმე ბაქრაძემ დაადასტურა, რომ ისინი იყვნენ ამ შემთხვევის მთავარი ფალსიფიკატორები. ერთ შემთხვევაში, ერთი პირისგან პირდაპირ იყო მითითებული, რომ მოეხდინათ ფალსიფიკაცია და მან მოიტანა ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო მეორე პირმა მესამე დუბლით მოახერდა ჩაწერა - განაცხადა ოქრუიაშვილის ადვოკატმა, კახა წერეთელმა.
ზაზა ბაქრაძე თავადაც ბრალდებულია რობაქიძის საქმეზე, მაგრამ მას ,,ოცნებამ" საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და გარეთ გამოუშვა.
ზურაბ ადეიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედავება.