ავარია ლანჩხუთში - არიან დაშავებულები

05.09.22 17:23
ავარია ლანჩხუთში - არიან დაშავებულები

ლანჩხუთში, სოფელ  წყალწმინდაში ავტოავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.  ერთმანეთს მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომანქანა და ამავე მარკის მიკრო ავტობუსი დაეჯახა, რა დროსაც, სამარშუტო ტაქსი, რომელშიც 23 ადამიანი იჯდა - მათ შორის  ბავშვებიც.  მგზავრთა ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ნაწილი კი სტაციონარშია გადაყვანილი.