სად წაიყვანეს ჩვილები? - შსს-ში ექვსსაათიანი გამოკითხვა დასრულებულია
სამშობიაროდან გაყიდული ბავშვები - თითქმის ექვსსაათიანი გამოკითხვა დასრულებულია. პოლიციას მინიმუმ ხუთ გახმაურებულ საქმეზე მიტკიცებულებები უკვე აქვს.
თამუნა მუსერიძემ სამართალდამცველეებს მოუყვა, რა სქემით ხდებოდა 90-იან წლებში ბავშვებით ვაჭრობა, რაშიც ათობით ექიმი და მეან-გინეკოლოგ იყო ჩართული.
დეტალებს მუსერიძე ვერ ამხელს, რადგან მას ხელი გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მივაწოდეთ ყველა ის საბუთი, რომელიც გადმოგვიგზავნეს თვითონ ბავშვებმაც და მშობლებმაც. აბსოლუტურად ყველანაირი ინფორმაცია, ყველანაირი სახის დოკუმენტაცია აქვთ მიწოდებული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ მაქვს უფლება, რომ დავასახელო არც ქეისები და არც სახელები და გვარები, თუმცა ამდენი ხანი იმიტომ გავჩრედი,რ ომ არის უამრავი სახელი და გვარი, არის უამრავი სამშობიარო სრულიად საქართველოს მასშტაბით. სად წაიყვანეს ბავშვები? აი, ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა მივიღოთ. სამწუხარო არის ის, რომ უმეტესობა "მთავარი მოქმედი გმირების" არიან გარადცვლილები და ვერ მათ და ვერც ახლობლების დაკითხვა ვერ მოხერხდება, იმიტომ, რომ მათი ახლობლები, რა თქმა უნდა, არ დაასახელებენ, თუმცა ვიცი, რომ კიდევ არაერთხელ მომიწევს აქ მოსვლა და სხვადასხვა ქეისებთან დაკავშრებით თანამშრომლობა, - თქვა ჩვენების მიცემის შემდეგ მუსერიძემ.