მიშელის დოკუმენტს ხელი თეონა აქუბარდიამ და პაატა მანჯგალაძემ მოაწერეს

21.04.21 15:35
მიშელის დოკუმენტს ხელი თეონა აქუბარდიამ და პაატა მანჯგალაძემ მოაწერეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა, თეონა აქუბარდიამ და პაატა მანჯგალაძემ, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. პაატა მაჯგალაძის შეფასებით, შეთანხმების პირობები იდეალური არ არის, თუმცა ის მნიშვნელოვან წინაპირობებს ქმნის. 

შეთანხმება ცალსახად გამარჯვება არ არის, მაგრამ სერიოზულ წინაპირობებს ქმნის იმ რეფორმებისთვის, რაც ქვეყანას სჭირდება, -  თქვა პაატა მანჯგალაძემ. 

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიებიდან შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს "ლელოდან" ბადრი ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ანა ნაცვლიშვილმა, გიორგი ვაშაძემ - "სტრატეგია აღმაშენებელი", ვახტანგ მეგრელიშვილმა - ,,გირჩი", ზურაბ ჯაფარიძემ - ,,გირჩი-მეტი თავისუფლება", ალეკო ელისაშვილმა - ,,მოქალაქეები", ხათუნა სამნიძემ -  ,,რესპუბლიკური პარტია". ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი დავით ბაქრაძემ და ,,ენმ"-ის წევრმა, სალომე სამადაშვილმა, ასევე ,,ენმ"-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ. დოკუმენტზე ხელმოწერას 20 აპრილს შეუერთდნენ  არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.