"ასეთი სისულელე ჯერ არ მომისმენია " - უცხოელი ანალიტიკოსების პასუხი "ოცნებას", რომელმაც საერთაშორისო კონფერენციას დემარში გამოუცხადა
"ასეთი სისულელე ჯერ არ მოგვისმენია"-ასე პასუხობენ თბილისი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები "ოცნებას" რომლმაც მაღალი დონის ფორუმს ბოიკოტი გამოუცხადა.
"დიდება უკრაინას" დრეს ამ კონფერენციაზე ევროპარლამენტარებთან და გავლენიან ამერიკელ ანალიტიკოსებთან ერთად შალვა პაპუაშვილიც უნდა ყოფილიყო თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე ბოიკოტი გამოუცხადა და უცხოელებთან შეხვედრაზე არ მიდის.
ამდენი ხანია აქ ვარ და ასეთი სისულელე ჯერ არ მომისმენია. მთავრობას დისკუსიის არ უნდა ეშინოდეს, არ უნდა ეშინოდეს პროტესტის, ჟურნალისტების, პირიქით უნდა მიესალმებოდნენ შესაძლებლობას რომ იდგნენ კამერების წინ და კითხვებზე უპასუხონ და თქვან რას აკეთებენ?!
დემოკრატია ბალეტი არაა, ეს უფრო რაგბის გავს. ვიცი, რომ ქართველებმა რაგბის თამაში კარგად იციან.
სისულელეა იმის თქმა, რომ დასავლეთს საქართველოში ომი უმდა. კელი დეგნანი ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატია, რომელიც გვყავს, მისი ძალით ვამაყობ, ახლა კი საელჩოს ადანაშაულებენ ამაში, ეს აბსოლუტური სისულელეა. გაოგნებული ვარ იმით რომ საქართველოს მთავრობა არ გმობს რუსეთს როგორც აგრესორს. საქართველოს მომავალი გაუმჯობესდება როგორც კი უკრაინა რუსეთს დაამარცხებს. მთავრობა სწორ მხარეს უნდა დადგეს"- განაცხადა ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა, ბენ ჰოჯესმა.