რა თქვა ოლიგარქმა სასამართლოში - ოლიგარქის დაკითხვის დეტალები
Reuters- ი ,,ოლიგარქის დაკითხვის დეტალები გაასააჯროვა. გამოცემის ინფორმაციით, თითქმის 9 საათის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი სინგაპურის სასამართლოს უყვებოდა, როოგორ ანდო დიდი ფული შვეიცარიულ ბანკს და როგორ გაძარცვეს.
ივანიშვილმა ჩვენების დროს თქვა, რომ ზარალი უფრო დიდია ვიდრე აქამდე ეგონა - ამიტომ შვეიცარიულმა ბანკმა მას 800 მილიონის ნაცვლად - მილიარდ 270 მილიონი უნდა გადაუხადოს.
„ვფიქრობდი, რომ მოვედი ექსპერტებთან, რომლებიც დაიცავდნენ ჩემს კაპიტალს და ჩემს ოჯახს“- თქვა ოლიგარქმა.
ივანიშვილის საქმის განხილვა სინგაპურის სასამართლოში 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება