შვილმკვდარი დედა სასამართლოს წინააღმდეგ - ქალი საქალაქო სასმართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ითხოვს

06.09.22 12:19
შვილმკვდარი  დედა სასამართლოს წინააღმდეგ - ქალი საქალაქო სასმართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ითხოვს

შვილმკვდარი  დედა სასამართლოს წინააღმდეგ - წლინახევრის ჩვილის დედა საქალაქო სასმართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ითხოვს.

ლიკა შენგელია ამტკიცებს, რომ მისი შვილი ექიმის გულგრილობას შეეწირა, თუმცა 3 წლიანი განხილვის შემდეგ კლინიკა "მედ 22-ის " მედიკოსი სასამართლომ  სრულად გაამართლა.

განაჩენის მიუხედავად ქალი ექიმის სამაგალითოდ დასჯას ითხოვს. 

გაჩერებას არ ვაპირებ, სააპელაციოში გავასაჩივრებთ, სააპელაციომაც თუ გაამართლა, წავალ უზენაესში. იმედია, სტრასბურგში გასაჩივრება არ დამჭირდება. არსებობს ყველანაირი მყარი მტკიცებულებები, დადგენილია, ამ ადამიანის გულგრილობა"- აცხადებს ქალი.