უკვე აღარც ვითვლით, იმდენია ბრიტანული შტამის შემთხვევა - გამყრელიძე

21.04.21 16:16
უკვე აღარც ვითვლით, იმდენია ბრიტანული შტამის შემთხვევა - გამყრელიძე

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში 80%-მდე შემთხვევაში  ე.წ.  ბრიტანული შტამი ცირკულირებს, თუმცა მისი რაოდენობის განსაზღვრა რთულია. 

გიდასტურებთ, გარკვეული საფრთხე არის მთელს მსოფლიოში და ჩვენთანაც. თუ შარშან ამ დროს რეინფიცირების ერთეული შემთხვევები იყო, ახლა რეინფიცირების შემთხვევების ალბათობა ამან შესაძლოა, გაზარდოს და არა მხოლოდ ბრიტანული, არამედ, ე.წ. ორმაგი შტამი ინდოეთის, სამხრეთ ამერიკული და ბრაზილიური შტამებიც. ჯერ-ჯერობით, საბედნიეროდ, გარდა ბრიტანულისა, ეს შტამები ჩვენთან არ არის. დღეს ქვეყანაში ძირითადად ბრიტანული შტამი ცირკულირებს. უკვე აღარც ვითვლით, იმდენია ბრიტანული შტამის შემთხვევა. ლაბორატორიულად დადასტურებული 100-ზე მეტი შემთხვევა გვქონდა, ისე, სხვადასხვა პროგნოზირებით, 70-80% შემთხვევებში „ბრიტანული შტამი“ ცირკულირებს ქვეყანაში, - განაცხადა გამყრელიძემ.