ჯარისკაცების წამებისა და დამცირების შემზარავი ფაქტები "იაღლუჯას" ბაზაზე - ვინ არიან დაკავებულები

21.04.21 16:33
ჯარისკაცების წამებისა და დამცირების შემზარავი ფაქტები "იაღლუჯას" ბაზაზე - ვინ არიან დაკავებულები

ჯარისკაცების წამებისა და დამცირების შემზარავი ფაქტები "იაღლუჯას" ბაზაზე - ტვ პირველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ვინაობა გაარკვია. 

გომელაურის უწყები ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, გიორგი ბიჩინაშვილი და დავით დევდარიანი, ახლა მოდულის შენობაში იმყოფებიან. 

როგორც ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ "პირველებს" განუცხადა, ორივე მათგანი დუმილის უფლებას იყენებს.

"ტვ პირველის" ინფორმაციით,  გიორგი ბიჩინაშვილი და დავით დევდარიანი დღეს დილით დააკავეს. 

საქმის მასალების მიხედვით, დაკავებულები სამხედროებს აიძულებდნენ, ყაზარმის სივრცეები და საპირფარეშოები კბილის ჯაგრისით, მუხლებზე დაჩოქილებს, გაეხეხათ.  იყო შემთხვევები, როცა "დასჯილ" სამხედროებს 10 კგ-იანი ეკიპირებით საათობით ალაგებინებდნენ ბაზის ტერიტორიას.