სპეცოპერაცია საბერძნეთში - დაკავებულია ქართველი ქალი, რომელიც ოჯახებს ძარცვავდა
საბერძნეთის პოლიციამ 40 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა. ქალს 43 ბინის ძარცვას ედავებიან. გაშიფრულია სქემაც, რითაც გამოძიების ცნობით, ბრალდებული ხელმძღვანელობდა.
საქართველოს მოქალაქე ბერძნულ ოჯახებში დიასახლისად იწყებდა მუშაობას შემდეგ კი საცხოვრებელი სახლიდან ფული, ქოროს ნივთები და სხვადასხვა სახის ძვირფასეულობა გაჰქონდა.
ბერძენი სამართალდამცავები ქალის ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირს იკვლევენ.
გამოძიებამ დაადგინა რომ ქალი პლასტელინის საშუალებით სახლების კარის გასაღებსაც ამზადებდა და მის თანამზრახველებს გადასცემდა, წინასწარ ეუბნებოდა ძვირფასეულობის ადგილსამყოფელს ამიტომ დანაშაულებრივი ჯგუფი ბინებს რეკორდულ დროში ძარცვავდა.
ჩხრეკის შედეგად 50 000 დიდი რაოდენობით ოქრო და ძვირფასი ნივთებია ამოღებული.
მსგავსი სიახლეები
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს
ცნობილია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფი მონაწილეობს