ლონდონში, ქართულ ეკლესიაში სკანდალმა იფეთქა - მეუფე ზენონმა ეკლესიიდან ორი მღვდელი გაუშვა

06.09.22 17:09
ლონდონში, ქართულ ეკლესიაში სკანდალმა იფეთქა - მეუფე ზენონმა ეკლესიიდან ორი მღვდელი გაუშვა

დიდი ბრიტანეთის ქართულ ეკლესიაში დიდმა სკანდალმა იფეთქა. ეპისკოპოსმა ზეონონმა წირვის დროს მრევლის თანდასწრებით მოულოდნელად ეკლესიიდან ორი მრვდელი გაუშვა და ისინი სასულიეო პირებისათვის შეუფერებლ საქციელში  ამხილა. საუბარია ლონდონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტ დოროთი ბარბაქაძესა და ირლანდიაში ქართული სამრევლოს მოძღვარი მღვდელი ნიკოლოზ მაისურაძეზე. 

არქიმანდრიტ დოროტეს ჩამოერთვას მღვდელმოქმედების უფლება და გამწესებულია ქალწულ მარიამის მონასტერშ სინანულისთვის. აქრიმანდრიტ დოროთეს ოთახიდან ჩაალაგეთ და წაიღეთ თქვენი ქოშები და ფეხსაცმელები... ვინმემ რომ შეცდომა დაუშვას და აქ სცადოს რამე ექსცესის მოწყობა, პირდაპირ გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოს, - თქვა მეუფე ზენონმა. 

მეუფე ზენონის დაწყებულ წმენდას მრევლის პროტესტი მოყვა. ქართული დისპორა ახლა ორად გაიხლიჩა: ნაწილი ეპისკოპოსს აუჯანყდა და ის ქართული საკვირაო სკოლის განზრახ დახურვაში დაადანშაულა. მრევლი ამტკიცებს, რომ ქართულის  გაკევთილებზე მისული ბავშების ხმაურით ეპისკოპოსი იმდენად შეწუხდა, რომ სკოლა დახურა.

ადგილობრივმა მრევლი რეაგირებას საპატრიარქოს სთხოვს. მეუფე ზენონის მოქმდებების შესაჩერებლად მათ ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიდ ბრიტანეთში ქართულ დილომატიურ წარმომადგენლობას მიმართეს.

ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონნენო. ზუსტად საქართელოში იგივე ხდება და იგივე ხდება ახლა აქ. მამა დოროთე არაჩეულებრივი ადამიანია, მამა ზენონზე საერთოდ არ მინდა არაფერი დადებითი ვთქვა. მე-17 წელია აქ ვარ და ამ ადამიანს არასდროს ვცემდი პატივს. ემიგრაციაშ ქართელი ბავშვები ქართულ ენაზე სწავლობენ და მაგის შეჩერება არის სიბოროტე, - ამბობს მრევლი. 

მომხდართან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის წარმომადგენელმა  "პირველებს" წერილობითი განმარტება მისწერა. მამა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქოს მეუფე ზენონთან დაკავშირებით დეტალების დაზუსტება სჭირდება, იქამდე კი რაიმე სახის გადაწყვეტილება ნაადრევი იქნება. 
 

მსგავსი სიახლეები