პრესის თავისუფლება საქართველოში მცირედით გაუარესდა - ,,რეპორტიორები საზღვრებს გარეთ"

21.04.21 16:41
პრესის თავისუფლება საქართველოში მცირედით გაუარესდა - ,,რეპორტიორები საზღვრებს გარეთ"

პრესის თავისუფლება საქართველოში მცირედით გაუარესდა, თუმცა ქვეყნის პოზიცია პრესის თავისუფლების ინდექსში უცვლელი დარჩა - აღნიშნულია მედიის უფლებათადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“,  მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

კვლევის თანახმად, საქართველოს 180 ქვეყანას შორის, 28.64 ქულით მე-60 ადგილი უკავია და შედეგად ქვეყნის მედიაგარემო „პლურალისტურია, თუმცა ჯერჯერობით დამოუკიდებელი არ არის“. გასულ წელს საქართველოს 28.59 ქულა, ხოლო 2019 წელს 28.98 ქულა ჰქონდა.