სპეცოპერაცია გორში - ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულია ე.წ. ტუგო
სპეცოპერაცია გორში - "ტვ პირველის" ინფორმაციით, დაკავებულია ნარკორეალიზატორი ე.წ. ტუგო.
ის პირდაპირ საკუთარი მანქანიდან დააკავეს სამართალდამცველებმა.
სპეცოპერაციის დროს დაკავებული ამბობს, რომ ნარკოტიკების გაყიდვას ედავებიან და ბრალს არ აღიარებს.
გამომძიებლების განცხადებით, ადგილზე სპეცოპერაცია ისევ მიმდინარეობს და დაკავებულების შესახებ ოფიციალურ კომენტარს შსს გააკეთებს.