არაადამიანური მოპყრობის ამნისტირება ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამოა - ,,საია"

21.04.21 17:03
არაადამიანური მოპყრობის ამნისტირება ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამოა - ,,საია"

,,საია" ამნისტიის კანონპროექტს ეწინააღმდეგება. არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ პოლიციელების მიმართ  სისხლის სამართლებრივი დევნისგან გათავისუფლების ინიციატივას. ,,საიას" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი, აცხადებს, რომ  არაადამიანური მოპყრობის ამნისტირება დაუშვებელია და შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.

ამნისტიის კანონი ამ შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია.  უბრალოდ, მისი მიღება უნდა მოხდეს იმ სტანდარტების შესაბამისად, რომელსაც ჩვენ გვთხოვს საქართველოს კონსტიტუცია და ჩვენ მიერ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტები. 

ამნისტიის კანონის გავრცელება სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ მნიშვნელოვან დარღვევებზე, მათ შორის, არაადამიანური მოპყრობის დანაშაულებთან დაკავშირებით, არის დაუშვებელი და მიუღებელი. არაადამიანური მოპყრობის ამნისტირება პირდაპირ იკრძალება კონვენციით და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი დარღვევების ამნისტირება, ან შეწყალება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამოა, - ამბობს ნიკა სიმონიშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები