ნარკოტიკების რეალიზაცია პირდაპირ მაღაზიიდან - ვაგზლის მოედანზე 45 წლის კაცი დააკავეს
დაკავებულია 45 წლის კაცი, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ვაგზლის მოედანზე ნარკოტიკებს პირდაპირ მაღაზიიდან ასაღებდა.
მობილური ტელეფონების ჯიხურში, სადაც სავარაუდო ნარკორელიზატორი მუშაობდა, ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
უმძიმესი ბრალდებით, დავით ბურაძეა დაკავებული.
ვაგზლის მოედანზე მომუშავე პირები ბურაძის ნარკორალიზატორობას კატეგორიულად გამორიცხავენ, თუმცა "პირველებთან" საუბარში ადასტურებენ, რომ დაკავებული პირი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო.
ბურაძე დღეს დილით პოლიციამ პირდაპირ სამსახურში დააკავა.
სავარაუდო ნარკორელიზოტორს 8 დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.