მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - ბურუსით მოცული გარდაცვალება წყალტუბოში

ბურუსით მოცული გარდაცვალების ფაქტი წყალტუბოში - გარდაცვლილია 33 წლის თეონა შენგელია, რომლის დაწვაც, ერთ-ერთო ვერსიით, სიკვდილამდე სცადეს.
ახლაგაზრდა ქალი სხეულის უმძიმესი დამწვობებით წყალტუბოდან კლინიკაში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმება ვერ შეძლეს. ის კლინიკაში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
საეჭვოა კიდევ ერთი გარემოება, მძიმე დამწვრობები აქვს სხეულზე მიყენებული გარდაცვლილი ქალის ქმარსაც. ის ამ დრომდე კლინიკაშია.
რა მოხდა საცხოვრებელ სახლში, სადაც ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, ამასთან დაკავშირებით ორი ვერსია გავრცელდა.
ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც "პირველებთან" ადგილობრივები ყვებიან, ცოლ-ქმარს შორის მოხდა კონფლიქტი, რის შემდეგაც კაცმა მეუღლეს ცეცხლი წაუკიდა, რა დროსაც თავადაც დაშავდა.
მეორე, გამოძიების ოფიციალური ვერსია კი არის ასეთი - ბენზინი აალდა და ამას მოჰყვა ორი ოჯახის წევრის, ცოლ-ქმრის დაზიანება.
მომხდარ ფაქტს შეესწრო ოჯახში მყოფი 5 არასრულწლოვანიც, თუმცა ბავშვები ვერაფერს ამბობენ.
მეზობლის თქმით, კი შესაძლოა, მამის მხრიდან ბავშვების დაშინებას ჰქონდეს ადგილი.
„შიშველი იყო ქალი, სულ დამწვარ-დათუთქული. სასწრაფომ მიასხა მერე რაღაც საშხურებელი. ის კაციც დამწვარი იყო ხელებზე. ბავშვები არ ამბობენ სიმართლეს. ბავშები ჰყავს მგონი დაშინებული მამას". - ამბობს მეზობელი.