ხმაური და დაპირისპირება გორში - მოსახლეობა გამოსახლებას აპროტესტებს

08.09.22 11:28
ხმაური და დაპირისპირება გორში - მოსახლეობა გამოსახლებას აპროტესტებს

ხმაურია ამ წუთებში გორში - "ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კუთვნილი ბინიდან ოჯახის იძულებითი გამოსახლება დაწყო.

ოჯახი, რომლის გამოსახლებაც ვალის გადაუხდელობის გამო მიმდინარეობს, შენობის გარეთ, შესასვლელ კართან დაწვა და პოლიციას ბინაში შესვლის საშუალებას არ აძლევს. 

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც გახდა საჭირო, რადგან ერთ-ერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა.