სისხლიანი გარჩევა დოლიძეზე - პროკურატურამ დაკავებულს ბრალი წარუდგინა

21.04.21 17:14
სისხლიანი გარჩევა დოლიძეზე - პროკურატურამ დაკავებულს ბრალი წარუდგინა

თბილისძი, დოლიძის ქუჩაზე  მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია. 

საქართველოს პროკურატურამ, თბილისში, ნასიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების მუხლებით ო.ა.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 20 აპრილს, ქ. თბილისში, მჭიდროდ დასახლებულ სულხან ნასიძის ქუჩაზე, სადაც მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ, ო.ა.-მ შურისძიების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით ცეცხლსასროლი იარაღიდან ლ.ა.-ს მიმართულებით რვა გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ლ.ა.-მ ხელისა და ფეხის არეში დაზიანებები მიიღო. ო.ა.-ს ქმედებით ასევე საფრთხე შეექმნა სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

  გამოძიების ცნობით, ბრალდება სსკ-ს 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.

დაკავებულს   11-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

მსგავსი სიახლეები