ოროზმანში არქეოლოგებმა 1,8 მლნ. წლის წინანდელი ადამიანის კბილი იპოვეს

08.09.22 13:59
ოროზმანში არქეოლოგებმა 1,8 მლნ. წლის წინანდელი ადამიანის კბილი იპოვეს

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანში არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში ადრეული ჰომო ერექტუსის ქვედა ყბის კბილი, მე-4 პრემოლარი აღმოაჩინა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზე ადამიანის ნაშთი იპოვეს, ამ დრომდე აქ მხოლოდ ცხოველების ნაშთები და ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების ქვის იარაღები იყო ნაპოვნი.

ფოტო: ნასტასია არაბული / რადიო თავისუფლება