რუსული ფედერალური უსაფრთხოების თანამშრომელი მათთან თანამშრომლობას მაიძულებდა - "ასოშიეიტედ პრესის" ჟურნალისტი
რუსული სპეცსასახურების კიდევ ერთი აგენტის აღიარება - "პირველების" ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურებმა თანამშრომლობა შესთავაზეს "ასოშიეიტედ პრესის" ფოტო-ჟურნალისტსაც, თუმცა მან რუსეთს ამ შეთავაზებაზე უარი უთხრა.
საუბარია, ფოტოგრაფზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ორი დღის წინ ქვეყანაში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ შემოუშვა.
ის, ამ დრომდე ერევანში იმყოფება და განმარტებებს ელოდება, თუ რა არის ქვეყანაშ არ შემოშვების მიზეზი.
„ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე დამირეკა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების თანამშრომელმა, ის მავალდებულებდა რომ მომეწერა ხელი მათთან თანამშრომლობაზე,უარის თქმის შემდეგ მან შემატყობინა, რომ ჩემზე აღიძრებოდა სისხლის სამართლის საქმე და მე ვერ ვიმუშავებდი როგორც ჟურნალისტი. იძულებული გავხდი დამეტოვებინა ქვეყანა.
ჩემი ინფორმაციი ამ ორგანიზაციის თანმშრომლები იმყოფებიან საქართველოში, მათ შეძლეს საზღვრის გადაკვეთა სანამ დაიწყებოდა მასოვრივი კონტროლი და აკრძალვები ქვეყანაში შემოსვლაზე,
ვიმედოვნებ რომ საქართველოს უსაფრხოების თანამშრომლები უყურადღებოდ არ დატოვებენ ამ ფაქტს და უკეთ შეისწავლიან იმ ხალხის ვინაობას, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში.
მე შორს ვარ პოლიტიკისგან და მარტო ვარაუდებით შემიძლია საუბარი, მაგრამ ადრე ესე ღიად არ საუბრობდნენ თავის ვინაობაზე. ალბათ საქართველოს მთავრობის ინტერესშია მათი აქ ყოფნა“. - ამბობს "ტვ პირველთან" ვასილი კრესტიანინოვი.