სამშობიაროდან გაყიდული ბავშვების საქმე - პოლიციაში გამოკითხვების ახალი სერია დაიწყო
სამშობიაროდან გაყიდული ბავშვების საქმე - პოლიციაში გამოკითხვების ახალი სერია დაიწყო. თამუნა მუსერიძემ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის, ''ვეძებ'', დამფუძნებელია, დღეს გამომძიებლებს ახალი მტკიცებულები გადასცა და დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა.
თამუნა მუსერიძის ჩვენების საფუძველზე დღეს სამართალდამცველები სამ სამშობიაროში უნდა შევიდნენ. ირკვევა, რომაღნიშნულ დაწესებულებებში ბიოლოგიურ მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ ჩვილები დაკარგეს და ბავშვთა სასაფლაოზე იყვნენ დაკრძალული, თუმცა ასეთი სასაფლაო ქვეყანაში არ არსებობს.
ახლა უნდა დადგინდეს, რა სქემით ხდებოდა 90-იან წლებში ბავშვებით ვაჭრობა, რაშიც ათობით ექიმი და მეან-გინეკოლოგი იყო ჩართული.
დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. დღეს დილიდან აღნიშნულ საკითხზე ვიყავი დაბარებული. მივაწოდე ინფორმაცია. ახლა დაიწყება გამოძიება, თუ სად მიჰყავდათ ეს ბავშვები, რადგან ფაქტი, რომ ბავშვთა სასაფლაოები არ არსებოიბდა, უკვე დადასტურებულია.
ის ვიცით, რომ არც ერთი სამშობიარო არ კრძალავდა ბავშვებს, არც ერთი სამშობიაროს ტერიტორიაზე არ არსებობდა სასაფლაო, ასევე, არც ერთ სამშობიაროს არ ჰქონია ხელშეკრულება დადებული სასაფლაოებთან. შესაბამისად, ეს ბავშვები გამქრალი არიან.
ჩვენთვის მთავარია, გავიგოთ, თუ გარდაიცვალნენ, მაშინ სად წაიყვანეს ეს ბავშვები, ხოლო თუ არ გარდაიცვალნენ და მშობლები მოატყუეს, მაშინ სად არიან ბავშვები.
რეალურად ცხადია, რომ ბავშვები გაიყიდდნენ - აცხადებს თამუნა მუსერიძე.