ახმეტაში ვარჯიშის დროს 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა
ახმეტაში სავარჯიშო დარბაზში 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა. სოფელ ქისტაურში მცხოვრებმა მოზარდმა ვარჯიშის დროს, სავარაუდოდ, ტრავმა მიიღო.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.