სანქცირებულ ირანულ თვითმფრინავს საქართველოს საჰაერო სივრცე გაუხსნეს - "ოცნება" ახალ სკანდალში ეხვევა
4 სექტემბერი 15 საათი და 31 წუთი - რადარის ჩანაწერებში ჩანს, რომ შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ ირანულ ავიაკომანიას საქართველო ცას უხსნის და სატვირთო თვითმფრინავს ჩვენი ქვეყნის გავლით რუსეთის ტეირტორიაზე ატარებს.
ირკვევა, რომ სომხეთში თვითმფრინავმა რადარი გათიშა და საქართველოს ტერიტორიაზე ისე შემოვიდა, რომ სისტემებს არ დაეფიქსირებინა, თუმცა ამბავი გასაიდუმლოებული ფრენიდან 4 დღის შემდეგ გასკდა.
რა ტვირთი იყო ბორტზე, რომელიც საქართველოს ირანიდან რუსეთში გაატარა? არსებობობს ეჭვი, რომ ეს ის უპილოტო საფრენი აპარატებია, რომელიც უკრაინასთან ომისთვის რუსეთმა ირანში იყიდა.
სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია და საჰაერო ნავიგაცია დუმს.
მონაცემები, თავდაპირველად ტვირტერზე „ტერორ ალარმმა“ გაავრცელა.
ისრაელის ერთი-ერთი მედია საშუალების მტკიცებით, ათობით ირანის ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსის კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავი დაეშვა რუსეთის აეროპორტებში უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ. ბოლო მიწოდება სწორედ 4 სექტემბერს განხორციელდა.
„ოცნება“ამერიკის მიერ სანქცირებული ირანული ავიკოამპანიისთვის საქართველოს ცის გახსნაში პრობლემას ვერ ხედას, თუმცა იმასაც ამტკიცებენ, რომ ბორტზე სანქცირებული ტვირთი არ იყო. თუმცა რა დოკუმენტზე დაყრდნობით ამბობენ უმრავლესობაში ამას, ვერ ასაბუთებენ.
ვრცლად, ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟი.